კასპია-შავი ზღვის დერეფანი


არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გამორჩეული გეოგრაფიის გამო, სწორედ საქართველო წარმოადგენს ერთადერთ სახმელეთო დერეფანს, რომლის გავლითაც რეგიონში არსებული ქვეყნები უკავშირდებიან ერთამენთს და ახერხებენ იმპორტ-ექსპორტისა და სხვა ეკონომიკური აქტივობის განხორცელებას. ვისაუბრეთ სამხრეთ-ჩრდილო მარშრუტზეც და მას პირობითად ვერტიკალური დერეფანი ვუწოდეთ. დღეს კი გვსურს გესაუბროთ უმნიშვნელოვანეს კასპია-შავი ზღის დერეფანზე. ვნახოთ რა მნიშვნელობის მატარებელია ის რეგიონისთვის და რა სასიცოცხლო მნიშნელობა გააჩნია მას ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის. ვისაუბრებთ ავტო-სამანქანო მარშრუტზე, ანუ საქართველოზე გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითად სატრანსპორტო არტერიას, არამედ რეგიონის ლოგისტიკისა და სავაჭრო-ეკონომიკური აქტივობის მთავარ მამოძრავებელ ღერძს. ის კასპია-შავი ზღვის დერეფნის უმნიშნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

რეგიონში ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის სწორედ ეს გზა გახლავთ ერთადერთი უმოკლესი საშუალება დაუკავშირდნენ სანაპირო ზოლს და პორტებს, შემდეგ კი მოახდინონ ექსპორტ-იმპორტის რეალიზაცია გლობალურ დონეზე. სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სანაოსნო ვაჭრობა მზარდი ეკონომიკის ძირითადი განმაპირობებელი, ამიტომ საჭიროა წვდომა პორტებთან. საქართველოს, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებთან შედარებით ამ მხრივ მომგებიანი პოზიცია უჭირავს. ჩვენი ქვეყნის მიერ კონტროლირებადი სანაპირო ზოლი დღეს 130 კმ-ს წარმოადგენს, რომელზეც ორი ძირითადი - ბათუმისა და ფოთის პორტებია წარმოდგენილი.

საერთაშორისო სატვირთო ავტომობილები აღნიშნულ პორტებს სწორედ საქართველოზე გამავალი ცნეტრალური ავტომაგისტრალით უკავშირდებიან, რომელიც ევროპის ავტომაგისტრალის E-60-ის შემადგენელი ნაწილია. საქართველოზე გამავალი მონაკვეთის განვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ხდება მისი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, გამტარუნარიანობის ზრდა და უსაფრთხოების ამაღლება. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ლოგისტიკის ოფიციალური ეროვნული სტრატეგიის მიხედვით (http://www.economy.ge/?page=news&nw=1614) : აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითად მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება 2023 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. საბოლოოდ დასრულებული ეს ხაზი გაზრდის ეროვნულ და საერთაშორისო ტვირთბრუნვას და კიდევ უფრო აქტუალურს გახდის ჩვენ ქვეყნას, როგორც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძს.

შავ და კასპიის ზღვებს შორის ტრანსკავკასიური დერეფნის გასწვრივ სატვირთო მიმოსვლა ყოველწლიურა მზარდია. გზის საერთაშორისო მნიშნელობის ხაზგასასმელად შეგვიძლია სულ მცირე ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთკავშირი ვახსენოთ: აზერბაიჯანი და თურქეთი. მათ შორის ეკონომიკური კავშირი უმეტესწილად სახმელეთო გზით, საქართველოზე ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება. ხშირად, აზერბაიჯანი საქართელოში არსებული სახარბიელო საბაჟო რეგულაციებითაც სარგებლობს და ახდენს თურქეთიდან შემოსული ტვირთების საქართველოდან რე-ექსპორტირებას, ნაცვლად მათი პირდაპირი ტრანსპორტირებისა.

რაც შეეხება გზის უფრო გლობალურ ჭრილში განხილვას, აქ გაცილებით შთამბეჭტავ კონცეპტუალურ ხედვასთან გვექნება საქმე. თუ ვიმსჯელებთ და დავეყრდნობით არაერთი საერთაშორისო ანალიტიკოსის მოსაზრებას, ჩვენი ქვეყანა თანამედროვე გლობალურ ლოგისტიკურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალისა და კონკურენციის მქონე ქვეყანაა, რამეთუ კასპია-შავი ზღვის დერეფანი რამდენიმე გლობალურ ვექტორს აერთიანებს, ესენია: აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირის ვექტორი, აზია-რუსეთი-ევროკავშირის ვექტორი და აზია-ირანი-თურქეთი-ევროკავშირის ვექტორი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი რეგიონებიდან მომავალი თუ მიმავალი სახმელეთო ტვირთები სწორედ საქართველოზე, კონკრეტულად კი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ახორციელებს ტრანზიტს.

გვერდზე გადავდოთ საერთაშორისო ფაქტორები. ცენტრალური ავტომაგისტრალი უმნიშვნელოვანესი არტერიაა ქვეყნის შიდა-ეკომონიკური აქტივობისთვისაც, რამეთუ ის აკავშირებს ერთმანეთთან ძირითად ქალაქებს, ურბანულ და ეკონომიკურ ცენტრებს.

ასე და ამგვარად აღნიშნული ბლოგით შეგვექმნა წარმოდგენა თუ რა მნიშვნელობის მარშუტი კვეთს საქართველოს. შემდეგ ბლოგში კი გვსურს შემოგთავაზოთ კონკრეტული ციფრები და მონაცემები, სხვადასხვა ლოგისტიკური კვანძები, შესაძლო განვითარების გზები, პოტენციალი და რისკები, ცენტრალური ავტომაგისტრალის ალტერნატიული მიმართულებები და ა.შ.

დარჩით ჩვენთან და ერთად გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური-სატრანსპორტო პოტენციალი!

Comments

Popular posts from this blog

ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები

პრაქტიკული ლოგისტიკა

Practical Logistics