საქართველო - ლოგისტიკური ჰაბი ევრაზიისთვის


  •       კასპია-შავი ზღვის დერეფანი;
  •       ვერტიკალური დერეფანი;
  •     ალტერნატიული დერეფანი.

ჩამოთვლილი მაგისტრალები ის საერთაშორისო სახმელეთო არტერიებია, რომლებიც საქართველოზე გადის და ერთმანეთს რამდენიმე წერტილში კვეთს. მათზე ვრცლად ჩვენს გასულ ბლოგებში ვისაუბრეთ.

ჩვენი ქეყანა სარგებლობს, ფართო საზღვაო ზოლითაც, რომელზეც ამ დროისთვის განთავსებულია რეგიონისთვის ორი უმნიშვნელოვანესი, ბათუმისა და ფოთის პორტები. მიმდინარეობს ასევე აქტიური დისკუსია დამატებით საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

 

ამას დამატებული ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ხელშემწყობი ბიზნეს-გარემო და მოსაზღვრე სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობისა თუ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, რეგიონის ქვეყნებისთვის ქმნის იდეალურ პირობას, რათა მათ ექსპორტ-იმპორტი სახმელეთო გზით სწორედ საქართველოზე ტრანზიტით აწარმოონ.

 

ეს საქართველოდან ხვადასხვა პროდუქციის რე-ექსპორტის მოცულობითაც დასტურდება. მთელი რიგი საგადასახადო შეღავათების გამო, მოსაზღვრე ქვეყნებს ურჩევნიათ კონკრეტული პროდუქტი სწორედ საქართველოში შეიძინონ და შემდეგ მოახდინონ მათი სამშობლოში ტრანსპორტირება. პროდუქტი თავდაპირველად საბოლოო დანიშნულებით საქართველოში მოემართება და რჩება აქ მის შემდგომ რეალიზაციამდე რეგიონის მასშტაბით.

 

მსგავსი სქემით საქართველოში დღეს ბევრი საერთაშორისო ბრენდიც მოქმედებს, რომელთაც თავისი საამწყობრო ხაზები, თუ ბრენდის რეალიზაციის ცენტრები სწორეს აქ აქვთ განთავსებული.

 

ამას გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დღეში ათასობით სატვირთო ავტომობილი შემოდის და გადის. აღნიშნული ტვირთებიდან ბევრი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და მისი მიმართულებით გადაადგილდება, რათა სარეალიზაციო ბაზარს, უმოკლესი და ყველაზე კომფორტული გზით, სწორედ საქართველოს მაგისტრალების გავლით მიწვდნენ.

 

შეჯამების სახით, თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს ევრაზიის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამტარი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი შეაქვს გლობალურ ლოგისტიკაში.

 

თუმცა, აქტუალობის შესანარჩუნებლად და მოგების პერმანენტულად გაზრდისთვის საჭიროა მუდმივი განვითარება, თანამედროვე  ციფრული ტექნოლიგიების დანერგვა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას მოგვცემდა.

 

უკვე გვქონდა საუბარი საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება და თანხვედრაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ მაგისტრალების კვეთასა და სტრატეგიულ მიმართულებებზე სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია შემკრებ-გამანაწილებელი სასაწყობე პუნქტების შექმნა და მაღალტექნოლოგიური ციფრული ლოგისტიკური ცენტრების აშენება.

 

სურთის უფრო მკაფიოდ წარმოსაჩენად, შევხედოთ სხვადასხვა ანალიტიკურ არხებს, თუ საინფორმაციო წყაროებსა.. მათგან ძალიან ხშირად ვისმენთ ტერმინს „ლოგისტიკური ჰაბი“ - ჰაბი, როგორც გლობალური ქსელის საკვანძო წერტილი. ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები ძირითადად სწორედ აღნიშნული კონცეფციის გარშემო ტრიალებს.

 

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ თითზე ჩამოსათვლელია ის ლოგისტიკური პუნქტები, სადაც შესაძლებელია გრძელვადიანად სხვადასვხა სახის პროდუქციის განთავსება და ხარისხიანი შენახვის გარანტია. ეს კი დიდ დანაკლისს წარმოადგენს. საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის სტატუსის საბოლოო განმტკიცებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით საჭიროა მაღალი კლასის ცენტრების მშენებლობის ერთგვარი „ბუმი“. ეს იქნება ადგილები, სადაც დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნაწარმი უსაფრთხოდ და საჭირო კონდიციებში განთავსებოდა. ხოლო მათ ტერიტორიაზე მოხდებოდა სხვადასხვა პროფილის სატრანსპორტო ნაკადების ეფექტური მენეჯმენტი.

 

დაახლოებით მსგავს სცენარს ამჟამად ვაკვირდებით ქ. მცხეთასთან მდებარე წეროვანის მიდამოებში, სადაც საქართველოში მოქმედ არაერთ კომპანიას აქვს თავისი ქარხანა. სწორედ წეროვანთან ხდება ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების: ვერტიკალური დერეფნის (https://bit.ly/30oiFye) და აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის (https://bit.ly/30nCPsi) კვეთა. თუმცა აქ საუბარია მცირე საწარმოო ქარხნებზე და არა ლოგისტიკურ ცენტრებზე.

 

აუცილებელია ანალოგიური პრინციპით ლოგისტიკური ტერმინალებისა და ბაზების გათნავსებაც, რაც პროცესების ეფექტურობის გაზრდის გარდა, ათასობით ჩვენ თანამოქალაქეს დამატებით სამუშაო ადგილს შეუქმნიდა. ისინი შეძლებდნენ ლოგისტიკის სფეროში სპეციალიზებას და თავიანთი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 

ამ თვალსაზრისით, ქვეყანაში სადისპეჩერო მიმართულების განვითარების პოტენციალიც ძალიან დიდია. მასშტაბური საკოორდინაციო-სადისპეჩერო ცენტრის შექმნა ქვეყნის ლოგისტიკური ნაკადების გაუმჯობესება-ორგანიზებისთვის აუცილებელი და სავსებით შესაძლებელია. თავისმხრივ, ეს კომპონენტიც შეუწყობდა ხელს სამუშაო ადგილების ზრდას.

 

მსხვილი ლოგისტიკური ცენტრებისთვის ასეთ ლოკაციებად პირობითად შეგვიძლიათ განვსაზღვოთ თბილისის აღმოსავლეთ შემოსასვლელი, საიდანაც მარტივად ვუკავშირდებით აეროპორტს, ქალაქის შემოვლით გზას და აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქს. ასევე კუმისის ტბის მიდამოები, რომელიც იდეალური ადგილია ქალაქ თბილისთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დასაკავშირებლად. ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ქ. მცხეთის მისადგომები წეროვანთან, სადაც თავს იყრის ორი ძირითადი არტერიიდან შემოდინებული ტვირთი. ქ. ქუთაისი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის შუაგულს და მასთან არსებული საერთაშორისო აეროპორტით ქმნის იდეალურ პირობას სატრანზიტო ტვირთების შემკრებ-გამანაწილებელი ტერმინალებისთვის. და ბოლოს, რა თქმა უნდა საპორტო ზონა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს-დღეობით მსგავსი მასშტაბური ტერმინალები ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ქვეყანაში და ისიც მხოლოდ უცხოური ბრენდების მხრიდან.

Comments

Popular posts from this blog

ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები

პრაქტიკული ლოგისტიკა