Posts

Showing posts from September, 2021

ალტერნატიული დერეფანი

Image
  საზაფხულო შესვენების შემდეგ , ერთგულ მკითხველს ვუბრუნდებით ჩვენი ბლოგების სერიით ლოგისტიკაზე და საქართველოს როლზე გლობალურ ლოგისტიკურ სივრცეში . შეგახსენებთ , რომ ბლოგების სახით , მიმოვიხილავთ იმ შესაძლებლობებს , რომელიც ლოგისტიკის სწორი განვითარების შემთხვევაში , გამომდინარე საქართველოს სტრატეგიული გეო – ლოკაციიდან , ქვეყანას და თითოეულ მის მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს . დღევანდელ დღემდე მიმოვიხილეთ რეგიონალური ავტომაგისტრალები და საერთაშორისო სამარშრუტო გზაჯვარედინები , ასევე სამხრეთ – ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ – დასავლეთ დერეფნები , სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რაც მთავარია , საქართველოს პოტენციალი გახდეს არა მხოლოდ რეგიონული არამედ ევრაზიის ლოგისტიკური ჰაბი . მიმდინარე ბლოგში კი გვსურს გაგაცნოთ მორიგი უმნიშვნელოვანესი მარშრუტი . თავისი არსით იგი წარმოადგენს აღმოსავლეთ – დასავლეთ ცენტრალური ავტომაგისტრალის ალტერნატიულ სტრატეგიულ მიმართულებას , რომლის განვითარებაც აუცილებლი