Posts

Showing posts from July, 2021

კასპია-შავი ზღვის დერეფანი - თავი 2

Image
  კასპია - შავი ზღვის დერეფანზე დისკუსიით ვაგრძელებთ მოგზაურობას საქართველოს ლოგისტიკურ - სატრანსპორტო და ეკონომიკური პოტენციალის გარშემო .   პირველ რიგში , გვიხარია მკითხველის მხრიდან ჩართულობა და დისკუსია . თქვენი აქტიურობის გათვალისწინებით , ვეცდებით ჩვენი ბლოგების სერია კიდევ უფრო ინტერაქციული გავხადოთ . გასული ბლოგის დასასრულს ( https://bit.ly/3roe4py ) , სადაც ვისაუბრეთ აღმოსავლეთ - დასავლეთ მიმართულებაზე და ქვეყნის როლზე როგორც ევრაზიის დამაკავშირებელ ხიდზე , დაგპირდით , რომ მიმოვიხილავდით გარკვეულ ციფრებს , რომელიც ტვირთთა ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის მიმართულებით ფიქსირდება .   ამ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , საქართველოს საზღვირს კვეთის შესახებ 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ( https://bit.ly/2W4lRNz ) , ციფრები შემდეგია : 2020 წელს სარფის , სადახლოს და წითელი ხიდის სასაზღვრო - გამშვები პუნქტიდან ჯამში შემოვიდა 335,252 მისაბმელიანი ავტოტრანსპორტიორი . ხოლო ამავე