პრაქტიკული ლოგისტიკა
ამჯერად კი გადავწყვიტეთ ინდუქციის პრინციპით თეორიული საკითხებიდან დავიდეთ ტექნიკურ დეტალებამდე და ვისაუბროთ ლოგისტიკაზე როგორც საქმიანობაზე. გვსურს შევიხედოთ ლოგისტიკის სამზარეულოში, ვნახოთ მისი თითოეული ასპექტი და შევეცადოთ მისი სწორად მართვა, რამეთუ მხოლოდ გამართული ლოგისტიკა განაპირობებს ნებისმიერი კომერციული საქმიანობის წარმატებას.
ლოგისტიკა როგორც ტერმინი, მეცნიერება და პრაქტიკული საქმიანობა სამხედრო სფეროდან მომდინარეობს და უზარმაზარი მოცულობის ტვირთების ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადასროლას ნიშნავს. ტყუილად არ ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ზუსტად რომ სწორი ლოგისტიკა განსაზღვრავს ომის მოგება-წაგების საკითხს.
ასევეა თანამედროვე ბიზნესსა და ეკონომიკაშიც. ლოგისტიკის სათანადოდ გაგება და მართვა განსაზღვრავს საქმის წინსვლასა და წარმატებას.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოგისტიკა მხოლოდ ტრანსპორტირება არ არის, ის სხვა უამრავი კომპონენტისგან შედგება, რომელთა გარეშეც ტვირთის მხოლოდ გადაადგილება უბრალოდ აზრს მოკლებული იქნებოდა.
ბლოგების ჩვენ მორიგ სერიაში საუბარი გვექნება ისეთ თემებზე როგორიცაა:
- ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები;
- ტვირთების სახეობა, მათი კლასიფიკაცია, სხვადასხვა სახის ტვირთებთან დაკავშირებული სირთულეები, სპეციფიკა და გადაზიდვის წესები;
- ტვირთის შეფუთვა მათი სახეობების შესაბამისად;
- რას ნიშნავს FLT, LTL და Ro-ro;
- სასაწყობე მეურნეობა;
- ტრანსპორტირება და დისტრიბუცია;
- ტრანსპორტირების სახეები;
- საექსპედიტორო საქმე და ფორვარდინგი;
- ტვირთთა გადატვირთვა;
- კომბინირებული ლოგისტიკა;
- განბაჟების საკითხები და საიმპორტო გადასახადები;
- ევროპის ძირითადი პორტები, რომლის გავლითაც ხდება საქართველოში დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ტვირთები შემოედინება;
- ექსპორტი საქართველოდან და საერთაშორისო ფიტო-სანიტარული ნორმები;
- სადისპეჩერო საქმე;
და მრავალი სხვა.
გამოგვყევით და ერთად გავეცნოთ ლოგისტიკის ექსკლუზიურ დეტალებს.
Comments
Post a Comment