ლოგისტიკის შემადგენელი კომპონენტები
სანამ ლოგისტიკის შემადგენელ კომპონენტებზე და მათ როლზე დავიწყებდეთ საუბარს აუცილებელია პასუხი გავცეთ კითხვას - საერთოდ რა არის ლოგისტიკა? რა თქმა უნდა, არსებობს ლოგისტიკის არაერთი განმარტება და სახელმძღვანელო. დღეს ის ცალკე დისციპლინად არის ჩამოყალიბებული და სპეციალურ თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება. არსებობს ზუსტი ცნობები თუ როდის ჩაეყარა მას საფუძველი და რა ეტაპები ჰპოვა მან თავის განვითარების გზაზე. თუმცა ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვეცდებით ჩვენეული ფორმულირება და პრაქტიკული ხედვა მივცეთ მას და განმარტებათა არსებულ ნომენკლატურას კიდევ ერთი - Logistics Solutions- ისეული შევმატოთ. მაშ ასე, მიგვაჩნია, რომ „ლოგისტიკა არის რაიმე პროდუქტის წარმოებიდან მის მომხმარებლამდე მიწოდებას შორის არსებულ ქმედებათა და ოპერაციათა მწყობრი ჯაჭვი, სადაც ყველა რგოლის სიმყარე და სიმტკიცე თანაბრად მნიშნელოვანია“. დღევანდელ ბლოგში შევეცდებით ზედმიწევნით და ზუსტად ჩამოვთვალოთ ეს რგოლები, ანუ შემადგენელი კომპონენტები, და განვმარტოთ ჩვენ მიერ დანახული ლოგისტიკა. ნებისმიერი