კახეთი - ახალი სივრცე ლოგისტიკის სფეროში
ოფიციალური მონაცემების თანახმად , გასულ წელს , საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალურ ქსელს 70 კმ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , ახალი ჩქაროსნული გზა შეემატა . მათი წყალობით , თბილისიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლამდე გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდა , კომფორტი და ხარისხი კი გაუმჯობესდა . ამასთან , ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის ე . წ . „ საუკუნის პროექტზე “. აქ ერთდროულად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი . დასრულებული პროექტი კიდევ უფრო გაზრიდს აღმოსავლეთ - დასავლეთ გზის გამტარუნარიანობას და ახალ ეტაპზე გადაიყვანს რეგიონულ და საერთაშორისო ლოგისტიკას . ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციას , მითუმეტეს საგზაოს , რომელიც ყველაზე დატვირთულია მგზავრობისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით . შესაბამისად , ცენტრალური მაგისტრალის ბოლომდე შეკვრას არსებითი მნიშნელობა აქვს საქართველოსთვის . თუმცა , საქა...