ვერტიკალური დერეფნის განვითარება და პერსპექტივები
ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე გაიცნო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სამხრეთ – ჩრდილოეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მარშრუტი . მას ვერტიკალური კორიდორი ვუწოდეთ ( https://bit.ly/3grswro ). ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე . დღეს კი დაპირებისამებრ , გვსურს განვიხილოთ როგორია მისი განვითარების პერსპექტივები და რა რეალური მოგების მოტანა შეუძლია მას . როგორც აღინიშნა , მარშრუტზე , ორივე მიმართლებით , დღე – ღამის განამავლობაში საშუალოდ 800 – მდე ავტო – მატარებელი გადაადგილდება . გზის ყველაზე რთულ ნაწილს ქვეშეთი – კობი – გუდაურის მონაკვეთი წარმოადგენს . ზამთრის პერიოდში გზა ხშირად იკეტება ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო . რაც შეეხება თბილ სეზონებს , საჭირო ხდება შემხვედრი მიმართულებების რეგულირება . გზის სივიწროვის გამო , მკვეთრ მოსახვევებში და ვიწრო გვირაბებში საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევენ . ეს კი ერთ – ერთი მიმართულების...