საქართველოს როლი გლობალურ ლოგისტიკურ სისტემაში
თანამედროვე გლობალურ ეპოქაში, სადაც საერთაშორისო ვაჭრობა, კომუნიკაცია და ტექნოლოგია გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება, „ძლიერი სახელმწიფო“ აღარ ასოცირდება მხოლოდ ტერიტორიულად ფართო ან მილიტარისტულად ძლიერ ქვეყანასთან. დღეს აუცილებელია გარკვეული როლის მორგებაც, აუცილებელია დომინირება კონკრეტული მიმართულებებით, საჭიროა აქტუალობის მოპოვება გარკვეული მასშტაბით. მიმართულება შეიძლება იყოს ტექნოლოგია, მძიმე მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი რესურსები, განახლებადი ენერგია, ინტელექტუალური რესურსი, განსაკუთრებული ტურისტული დანიშნულება, უსაფრთხო ფინანსურ-ეკონომიკური გარემო, ბრენდი, წარმოება და ა.შ.. სწორედ ასეთი ფორმულით ახერხებენ განვითარებული თუ განვითარებადი სახელმწიფოები თავისი ადგილისა და აქტუალობის შენარჩუნებას დღევანდელი, მძიმე გლობალური კონკურენციის პირობებში. დაფიქრებულხართ რა არის, ან შეიძლება იყოს ამ თვალსაზრისით საქართველოს როლი? საქართველოს, როგორც ქვეყნის მისიაზე, მის ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე დისკუსია დაუსრულებლად შეძილება, თუმცა ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა გეო-ლოკაციურად ს...